გორი-ტყვიავის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის ბავშვი დაიღუპა. მსუბუქი ავტომობილი, ხეს შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი სავარაუდოდ ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ფორმულას განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.